Feeds:
Posts
Comments

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება, საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტის თუ ობიექტების განთავსების შესახებ, 8 ოქტომბერს გამოხატა დოკუმენტში: „შეტყობინება მედიისთვის – ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე ჟენევაში მიმდინარე კონსულტაციების შესახებ“(http://www.mid.ru/BDOMP/Brp_4.nsf/arh/117D44223E96A39844257D6B0056ABF6?OpenDocument) , ნომრით 2359.
ჟენევის კონსულტაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტში ნატოს ინფრსატრუქტურის ობიექტების ხსენებამ თბილისში ყველა გვარიანად ააფორიაქა. ყველა თავისას ჩიოდა … ოპოზიციაც… ხელისუფლებაც… მთავრობაც… მინისტრებიც…ჟურნალისტებიც…
მოსკოვს ყველაზე მწვავედ ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხეს. თავის მინისტრებს კვერი პრემირ – მინისტრმაც დაუკრა. ირაკლი ალასანიამ თქვა: „ნატოს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება. ეს არის მიღწეული შეთანხმება ნატოს სამიტზე. საქრთველო – ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა… საქართველოსთან ერთად ბუნებრივია… რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა, და ამით ავამაღლოთ, როგორც შეკავების ფაქტორი, იმ აგრესიის რომელიც რუსეთიდან მოდის, და ასევე, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა!
ეს არის გადაწყვეტილი. და მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დამხოლოდ ხელს შეუწყობს, რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის ძლიერი კონტრიბუტორი სტაბილურობის რეგიონში“.
მოკლედ ირაკლი ალასანიამ რუსეთს შეუთვალა: აი ეხლა იწყება თქვენთვის დედის ტირობაო და წადით ირბინეთ ეხლაო, მაგრამ…მისი ეს განცხადება, რიხის მიუხედავად, საერთო აღტაცების საგანი არ გამხდარა.

Continue Reading »

ოფიციალურ შეყტობინებას ჩრდილოეთიდან, საქართველოში ნატოს საწვრთნელ – სასწავლო თუ ლოჯისტიკურ ცენტრთან დაკავშირებით, ველოდით – უელსის სამიტიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ შეშფოთება ჩრდილეთიდან უკვე აქ არის! – რუსეთი ღელავს რეგიონის უსაფრთხოებაზე…
ჩრდილოურ შეშფოთებას აღშფოთებულები დახვდნენ ქართველი მინისტრები და პრემიერ – მინისტრი. თავდაცვისა და ევროინტეგრაციის მინისტრები ადრეც იყვნენ „შემჩნეული“ რუსეთის მიმართ ხისტ დამოკიდებულებაში, აი, პრემიერ – მინისტრი კი ნამდვილად მოულოდნელად კატეგორიული იყო: „ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული.” რა თქმა უნდა რუსი ოკუპანტები იგულისხმა!!
ქართულმა მხარემ ნატოს სასწავლო ცენტრის, თუ სხვა რამ ობიექტის, საკუთარი ხედვა უკვე გააგზავნა ბრიუსელში და თავდაცვის მინისტრის თქმით პასუხს ერთ თვეში ელოდება.
ნატოს სტანდარტების და საჭიროებების მოსამსახურებლად ერთი სასწავლო ცენტრი უკვე გვაქვს – საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. სკოლაში, ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით, 2006 წლიდან 2013 წლის ბოლომდე, 41 მოსამსაზედებლი კურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების 1500 – მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო სწავლებებში, 2007 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ჩვენი მეგობარი და მეზობელი 14 სახელმწიფოდან, 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან გვსტუმრობდნენ როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, გერმანია, თურქეთი და ნორვეგიაა და ა.შ.
ნატოს სამხედრო დანიშნულების ობიექტის საქართველოში გაჩენა ნიშნავს მეტი და მეტი დროით სხვადასხვა სპეციალობის, უცხოელი სამხედრო მოსამსახურის ლეგიტიმურ ყოფნას, მეტი და მეტი დროით თანამედროვე აღჭურვილობის ქონას ან თუ გნებავთ ყოფნას.

Continue Reading »

7 აპრილს საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება”. ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. კვირეული 16 აპრილს დაიხურება.

დღესვე, 7 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საზოგადოებრივი რადიოსა და ა/0 “ვოის ფრომ ჯორჯიას” მიერ მომზადებულ ერთობლი გადაცემაში “ერთად ევროპისკენ სტუმრობდა”.

https://www.youtube.com/watch?v=0MjFCMAK_lI&feature=youtu.be

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა:“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლების დასაწყის წლებში, მე როგორც ვიცი, 2 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა იარაღის შესყიდვაზე. ახლა 200 მილიონისაც არ გვექნება. ისინი იტყვიან, რომ ომში ეს ყველაფერი განადგურდა. არც ის ვიცოდით რომ შეიძინეს, არც პროცესებში მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ამ პროცესებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ სახელმწიფო სწორად წავიდეს. ასევეა ფლოტთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით – ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია”. მისივე თქმით, კეზერაშვილთან მიმართებაში იარაღის შესყიდვაზე კითხვები მასაც აქვს: “კეზერაშვილთან მიმართებაში კითხვები მეც გამაჩნია. დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და კეზერაშვილსაც ნუ მივანიჭებთ ჯერ დამნაშავის სტატუსს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ იარაღის შეძენის დროს ფული წავიდა სხვა მიმართულებით. იარაღით ვაჭრობისას ნარკოტიკების მსგავსად დაახლოებით 2/3 მიდის გვერდზე.”

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვებგვერდზე (http://www.mof.ge) გამოქვეყნებული

დოკუმენტების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2004წელს 127 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2005 წელს – 367 მილიონამდე ლარით, 2006 წელს 684 მილიონი ლარამდე გაიზარდა სამინისტროს დაფინანსება, 2007 – 2008 წლებში ამ თანხამ ასტრონომიულ ოდენობას მიაღწია: 2007 წელს – 1 494 526 000 ლარს, 2008 წელს  კი 1 547 511 000 ლარს, 2009 წელს ხარჯებმა იკლო და 870 მილიონი ლარი შეადგინა, 2010 წელს ეს თანხა 749 მილიონამდე დაეცა, 2011 წელს კი 660 მილიონი გახდა, 2012 წელს ხარჯებმა ოდნავ მოიმატა და დაახლოებით 735 მილინი ლარი გახდა, 2013 – 2014 წლებში კი თავდაცვის სამინისტრო ერთნაირად 660 მილიონი ლარი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2004 წლიდან 2013 წლამდე დაწვრილებით მოცემულია აქ: 

2005 წლის  ბიუჯეტის აღწერა:
2005
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია იმ ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მისცემს ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიმართ გარკვეული დონის თავსებადობის მიღწევის, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, შესაბამისი სტანდარტების დანერგვისა და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას.
ასევე გათვალისწინებულია მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული დაფინანსება, კერძოდ: სამობილიზაციო რეზერვის მომზადება, ინფრასტრუქტურის ობიექტების კაპიტალური შეკეთება, საბრძოლო მომზადების მიზნით მფრინავების მიერ დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული ფრენების შესრულება, UH-1 ტიპის ვერტმფრენების (FSSP) პროგრამის ხარჯები, “BLECKSEAFOR”-ის ფორმატით განსახორციელებელი ღონისძიებები, კატეგორიების მიხედვით სამხედრო და მუშამოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების მატება, ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფინანსური უზრუნველყოფა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრული იქნა ის ძირითადი და აუცილებელი ხარჯები, რომლებიც სამინისტროში შემავალ ქვედანაყოფებს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, კერძოდ: კვების ხარჯები,
კომუნალური ხარჯები, სამედიცინო ხარჯები, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა- შენახვის ხარჯები, სამივლინებო და სხვა ხარჯები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად გამოირიცხა მოსამსახურე და მომწოდებელ ორგანიზაციებთან შესაძლო კრედიტორული დავალიანების წარმოშობა.
2006 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2006
2006 წლისათვის დამტკიცებული ასიგნებები მიმართული იქნება შემდეგი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფისათვის:
პირადი შემადგენლობის შენახვის ხარჯები, შენაერთებისა და ტექნიკის ოპერატიულობის ხარჯები, სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა, 2006 წელს დასათხოვნ სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ერთდროული გასასვლელი დახმარებების გაცემა, შეიარაღებული ძალების სტრუქტურის დახვეწა, სამობილიზაციო რეზერვის მომზადება, სამხედრო შენაერთების ოპტიმალური დაკომპლექტება ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით, პროფესიული კადრების აღზრდა, შენარჩუნება და კვალიფიკაციის ამაღლება, სამხედრო-სასწავლო პროგრამებისა და საველე წვრთნების ინტენსივობის ზრდა ევროატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, სამხედრო მარაგების შექმნა სასწავლო გეგმების შესაბამისად; ასევე გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, როგორებიცაა: UH-1 ტიპის ვერტმფრენების პროგრამების ხარჯები, “BLACKSEAFORS”-ის ფორმატით განსახორციელებელი ღონისძიებები, ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა; ამასთანავე, განსაზღვრულ იქნა ძირითადი და აუცილებელი ხარჯები, რომლებიც სამინისტროში შემავალ ქვედანაყოფებს მისცემს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას, კერძოდ, შრომის ანაზღაურების ხარჯები, კვების ხარჯები, კომუნალური ხარჯები, სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯები, ტრანსპორტის, ტექნიკის და შენობა-ნაგებობების მოვლა-შენახვის ხარჯები, ტაშატების ხარჯები, სამივლინებო და სხვა ხარჯები.
2007 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2007
2008 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2008
2009 წლის ბიუჯეტის აღწერა:
 2009
2010 წლის ბიუჯეტის აღწერა:
2010 -
2011 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2011
2012 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2012
2013 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ქართული ჯარი” გასული კვირას

 

 

RUKA

საკმარისია ამ რუკას დახედო, რომ მაშინვე მიხვდები რა ადვილი იყო გაქცეულებისთვის გზების შეკვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბოხის შესახებ ერთი დღით ადრე იცი. ყოველ შემთხვევისთვის ნაციონალური მოძრაობა ასე აცხადებდა, რაც გია ღვალაძის კადრების გავრცელებით დაამტკიცა მაშინდელმა შსს – მ.

როდესაც ვანო მერაბიშვილმა ცნობილი ფრაზა “ორი გვამი მინდა” წარმოთქვა “ამბოხებულთა” ერთი ნაწილი დაკავებული იყო – ამის თაობაზე მინისტრს კოდუა უპატაკებს. თუ “ამბოხებულების ერთი ნაწილი დაკავებულია, და წესით ყველა გზა შეკრული, სად მიდიან ისეთი მაღალი თანამდებობის პირები როგორიც არის დათა ახალაია, კოდუა, შმაგი თელია და ა.შ. ანუ რა სახის ოპერაციის ჩატარებას აპირებენ?

გვამების შესახებ განმარტების მოსმენა, ყველაზე მეტად, ისევ მერაბიშვილისგან იყო საინტერესო და მანც არ დააყოვნა. სასამრთლო დარბაზში, რომელიც მისთვის კარგა ხანია საკონფერენციო დარბაზს უფრო წარმოადგენს, მან დღეს, 30 იანვარს განაცხადა, რომ ორ გვამში რუს კონსულტანტებს გულისხმობდა, რომლებიც იმ დროისთვის უკვე დახოცილები იყვნენ და მათი მოძებნაღა იყო საჭირო:

ვანო მერაბიშვილისგან განსხვავებულ შეფასებებს გვთავზობენ მისი თანაპარტიელები თუ ყოფილი კოლეგები. ისინი ვანო მერაბიშვილის გამართლებას ცდილობენ, მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილის ვერსია სულ სხვა კომენტარებს საჭიროებს.  მისი ყოფილი ხელქვეითი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს ამგვარი ბრძანების გაცემის უფლება ქონდა: “არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი აწარმოებდა მოლაპარაკებას აჯანყების შესახებ სხვა მეთაურებთანაც და ვანო იძლევა ბრძანებას – ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი – კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? – ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

ნუგზარ წიკლაური შოთა უტიაშვილისგან განსხვავებით უარყოფს, რომ ვინმეს დახოცვის ბრძანება გაიცა: “საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ გასცა წინასწარ ბრძანება, რომ უპირობოდ მომხდარიყო ამ ადამიანების ლიკვიდაცია, არის უსინდისო ტყუილი. როდესაც მერაბიშვილი საუბრობს, იმ დროს საფრთხე უკვე აღარ არსებობს მუხროვანში”

გივი თარგამაძე კი ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილი დაკავებას გულისხმობდა და არა დახოცვას: „იმის დადასტურება, რომ ეს თვითმზანი არ იყო, ძალიან მარტივად  შეიძლება დავასაბუთოთ, როდესაც დაკავების ოპერაციის დროს ერთ-ერთი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო საკმაოდ მძიმედ დაჭრილი, შემიძლია პირადად დავადასტურო, რადგან იქ ვიმყოფებოდი. იყო სასწრაფოდ გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, კვალიფიციური  სარებილიტაციო სამედიცინო დახამრება და ის დღეს არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ სარგებლობს გმირის და პოლიტპატიმრის სტატუსით. ორივეს ლიკვიდაცია თვითმიზანი რომ ყოფილიყო, მე მგონი, ამას ხელს არაფერი შეუშლიდა. მე ვფიქრობ, აქ არაფერია გამოსაძიებელი.  იქ არის ვანო მერაბიშვილი, მას ჩვეულებრივად კითხავენ და ამ საქმეზეც შეუძლიათ დაკითხონ.“

კიდევ ერთი ვერსია ვანო მერაბიშვილსა და “გვამებზე” გიგი უგულავამ მოიფიქრა და აღნიშნა, რომ “ვინც იცნობს მერაბიშვილის არცთუ ისე გრამატიკულად გამართულ საუბარს, კარგად გაარჩევს, რა იგულისხმა მან”

ვანო მერაბიშვილის მიერ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში ნათქვამიცა და ნაგულისხმევი კარგადაც ჩანს და კარგადაც ისმინება. ყველაფერი მიუთითებს, რომ ის ორი ადამიანის სწორედ განეიტრალებას, ლიკვიდაციას გულისხმობს:

მაშინ, 2009 წელს, რომ ქვეყნის უმაღლეს პირებს მათი ლიკვიდაციის და არა დაკავების ბრძანება, რომ ქონდათ გაცემული, ამას გადარჩებილი კობა ოთანაძე და  ლევან ამირიძე ადასტურებენ. ტელეკომოპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობა ოთანაძე ყვება, რომ ისინი ის და ლევან ამირიძე, გია კრიალაშვილისგან განსხვავებით, შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს – მას 14, ლევან ამირიძეს 9 ტყვია მოხვდათ. გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა.

http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=23297

საქართველოს პროკურატურამ გამოძიების თაობაზე განცხადება უკვე გაავრცელა: “29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს  მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.   მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა  კობა ოთანაძის  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია”.

განმარტებები გაკეთდა თავდაცვის სამინისტროშიც: “ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ ამ პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამორიცხული არ არის, თუ გამოძიებას დასჭირდება, ისინი დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას”, – ეს განმარტება კი  თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქაროსანიძემ გააკეთა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული შიდა უწყებრივი გამოძიების დოკუმენტაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს. “ინტერპრესნიუსის” კითხვას, ამოიცნეს თუ არა კადრებში კიდევ სხვა პირები, რომლებიც დღესაც მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომკადრებზე ასახულია ბევრი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა გვარების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებს.

პ.ს.

ამბოხის საქმეს ერთადერთი მოწმის გია ღვალაძეს მონაწილეობით გადაღებული ფარული ვიდეო, სადაც თითქოსდა მუხროვანის ამბოხს გეგმავენ: 

https://www.youtube.com/watch?v=XCOC5ZVqLeI#t=10

ტელეკომპანია მე – 9 არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი გასული წლის 13 ივნისს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,160 other followers