Feeds:
Posts
Comments

Archive for October 13th, 2014

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება, საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტის თუ ობიექტების განთავსების შესახებ, 8 ოქტომბერს გამოხატა დოკუმენტში: „შეტყობინება მედიისთვის – ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე ჟენევაში მიმდინარე კონსულტაციების შესახებ“(http://www.mid.ru/BDOMP/Brp_4.nsf/arh/117D44223E96A39844257D6B0056ABF6?OpenDocument) , ნომრით 2359.
ჟენევის კონსულტაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტში ნატოს ინფრსატრუქტურის ობიექტების ხსენებამ თბილისში ყველა გვარიანად ააფორიაქა. ყველა თავისას ჩიოდა … ოპოზიციაც… ხელისუფლებაც… მთავრობაც… მინისტრებიც…ჟურნალისტებიც…
მოსკოვს ყველაზე მწვავედ ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხეს. თავის მინისტრებს კვერი პრემირ – მინისტრმაც დაუკრა. ირაკლი ალასანიამ თქვა: „ნატოს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება. ეს არის მიღწეული შეთანხმება ნატოს სამიტზე. საქრთველო – ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა… საქართველოსთან ერთად ბუნებრივია… რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა, და ამით ავამაღლოთ, როგორც შეკავების ფაქტორი, იმ აგრესიის რომელიც რუსეთიდან მოდის, და ასევე, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა!
ეს არის გადაწყვეტილი. და მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დამხოლოდ ხელს შეუწყობს, რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის ძლიერი კონტრიბუტორი სტაბილურობის რეგიონში“.
მოკლედ ირაკლი ალასანიამ რუსეთს შეუთვალა: აი ეხლა იწყება თქვენთვის დედის ტირობაო და წადით ირბინეთ ეხლაო, მაგრამ…მისი ეს განცხადება, რიხის მიუხედავად, საერთო აღტაცების საგანი არ გამხდარა.

(more…)

Read Full Post »