Feeds:
Posts
Comments

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება, საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტის თუ ობიექტების განთავსების შესახებ, 8 ოქტომბერს გამოხატა დოკუმენტში: „შეტყობინება მედიისთვის – ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე ჟენევაში მიმდინარე კონსულტაციების შესახებ“(http://www.mid.ru/BDOMP/Brp_4.nsf/arh/117D44223E96A39844257D6B0056ABF6?OpenDocument) , ნომრით 2359.
ჟენევის კონსულტაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტში ნატოს ინფრსატრუქტურის ობიექტების ხსენებამ თბილისში ყველა გვარიანად ააფორიაქა. ყველა თავისას ჩიოდა … ოპოზიციაც… ხელისუფლებაც… მთავრობაც… მინისტრებიც…ჟურნალისტებიც…
მოსკოვს ყველაზე მწვავედ ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხეს. თავის მინისტრებს კვერი პრემირ – მინისტრმაც დაუკრა. ირაკლი ალასანიამ თქვა: „ნატოს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება. ეს არის მიღწეული შეთანხმება ნატოს სამიტზე. საქრთველო – ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა… საქართველოსთან ერთად ბუნებრივია… რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა, და ამით ავამაღლოთ, როგორც შეკავების ფაქტორი, იმ აგრესიის რომელიც რუსეთიდან მოდის, და ასევე, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა!
ეს არის გადაწყვეტილი. და მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დამხოლოდ ხელს შეუწყობს, რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის ძლიერი კონტრიბუტორი სტაბილურობის რეგიონში“.
მოკლედ ირაკლი ალასანიამ რუსეთს შეუთვალა: აი ეხლა იწყება თქვენთვის დედის ტირობაო და წადით ირბინეთ ეხლაო, მაგრამ…მისი ეს განცხადება, რიხის მიუხედავად, საერთო აღტაცების საგანი არ გამხდარა.

Continue Reading »

ოფიციალურ შეყტობინებას ჩრდილოეთიდან, საქართველოში ნატოს საწვრთნელ – სასწავლო თუ ლოჯისტიკურ ცენტრთან დაკავშირებით, ველოდით – უელსის სამიტიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ შეშფოთება ჩრდილეთიდან უკვე აქ არის! – რუსეთი ღელავს რეგიონის უსაფრთხოებაზე…
ჩრდილოურ შეშფოთებას აღშფოთებულები დახვდნენ ქართველი მინისტრები და პრემიერ – მინისტრი. თავდაცვისა და ევროინტეგრაციის მინისტრები ადრეც იყვნენ „შემჩნეული“ რუსეთის მიმართ ხისტ დამოკიდებულებაში, აი, პრემიერ – მინისტრი კი ნამდვილად მოულოდნელად კატეგორიული იყო: „ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული.” რა თქმა უნდა რუსი ოკუპანტები იგულისხმა!!
ქართულმა მხარემ ნატოს სასწავლო ცენტრის, თუ სხვა რამ ობიექტის, საკუთარი ხედვა უკვე გააგზავნა ბრიუსელში და თავდაცვის მინისტრის თქმით პასუხს ერთ თვეში ელოდება.
ნატოს სტანდარტების და საჭიროებების მოსამსახურებლად ერთი სასწავლო ცენტრი უკვე გვაქვს – საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. სკოლაში, ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით, 2006 წლიდან 2013 წლის ბოლომდე, 41 მოსამსაზედებლი კურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების 1500 – მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო სწავლებებში, 2007 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ჩვენი მეგობარი და მეზობელი 14 სახელმწიფოდან, 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან გვსტუმრობდნენ როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, გერმანია, თურქეთი და ნორვეგიაა და ა.შ.
ნატოს სამხედრო დანიშნულების ობიექტის საქართველოში გაჩენა ნიშნავს მეტი და მეტი დროით სხვადასხვა სპეციალობის, უცხოელი სამხედრო მოსამსახურის ლეგიტიმურ ყოფნას, მეტი და მეტი დროით თანამედროვე აღჭურვილობის ქონას ან თუ გნებავთ ყოფნას.

Continue Reading »

7 აპრილს საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება”. ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. კვირეული 16 აპრილს დაიხურება.

დღესვე, 7 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საზოგადოებრივი რადიოსა და ა/0 “ვოის ფრომ ჯორჯიას” მიერ მომზადებულ ერთობლი გადაცემაში “ერთად ევროპისკენ სტუმრობდა”.

https://www.youtube.com/watch?v=0MjFCMAK_lI&feature=youtu.be

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა:“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლების დასაწყის წლებში, მე როგორც ვიცი, 2 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა იარაღის შესყიდვაზე. ახლა 200 მილიონისაც არ გვექნება. ისინი იტყვიან, რომ ომში ეს ყველაფერი განადგურდა. არც ის ვიცოდით რომ შეიძინეს, არც პროცესებში მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ამ პროცესებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ სახელმწიფო სწორად წავიდეს. ასევეა ფლოტთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით – ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია”. მისივე თქმით, კეზერაშვილთან მიმართებაში იარაღის შესყიდვაზე კითხვები მასაც აქვს: “კეზერაშვილთან მიმართებაში კითხვები მეც გამაჩნია. დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და კეზერაშვილსაც ნუ მივანიჭებთ ჯერ დამნაშავის სტატუსს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ იარაღის შეძენის დროს ფული წავიდა სხვა მიმართულებით. იარაღით ვაჭრობისას ნარკოტიკების მსგავსად დაახლოებით 2/3 მიდის გვერდზე.”

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვებგვერდზე (http://www.mof.ge) გამოქვეყნებული

დოკუმენტების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2004წელს 127 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2005 წელს – 367 მილიონამდე ლარით, 2006 წელს 684 მილიონი ლარამდე გაიზარდა სამინისტროს დაფინანსება, 2007 – 2008 წლებში ამ თანხამ ასტრონომიულ ოდენობას მიაღწია: 2007 წელს – 1 494 526 000 ლარს, 2008 წელს  კი 1 547 511 000 ლარს, 2009 წელს ხარჯებმა იკლო და 870 მილიონი ლარი შეადგინა, 2010 წელს ეს თანხა 749 მილიონამდე დაეცა, 2011 წელს კი 660 მილიონი გახდა, 2012 წელს ხარჯებმა ოდნავ მოიმატა და დაახლოებით 735 მილინი ლარი გახდა, 2013 – 2014 წლებში კი თავდაცვის სამინისტრო ერთნაირად 660 მილიონი ლარი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2004 წლიდან 2013 წლამდე დაწვრილებით მოცემულია აქ: 

2005 წლის  ბიუჯეტის აღწერა:
2005
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია იმ ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მისცემს ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიმართ გარკვეული დონის თავსებადობის მიღწევის, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, შესაბამისი სტანდარტების დანერგვისა და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას.
ასევე გათვალისწინებულია მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული დაფინანსება, კერძოდ: სამობილიზაციო რეზერვის მომზადება, ინფრასტრუქტურის ობიექტების კაპიტალური შეკეთება, საბრძოლო მომზადების მიზნით მფრინავების მიერ დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული ფრენების შესრულება, UH-1 ტიპის ვერტმფრენების (FSSP) პროგრამის ხარჯები, “BLECKSEAFOR”-ის ფორმატით განსახორციელებელი ღონისძიებები, კატეგორიების მიხედვით სამხედრო და მუშამოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების მატება, ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფინანსური უზრუნველყოფა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრული იქნა ის ძირითადი და აუცილებელი ხარჯები, რომლებიც სამინისტროში შემავალ ქვედანაყოფებს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, კერძოდ: კვების ხარჯები,
კომუნალური ხარჯები, სამედიცინო ხარჯები, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა- შენახვის ხარჯები, სამივლინებო და სხვა ხარჯები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად გამოირიცხა მოსამსახურე და მომწოდებელ ორგანიზაციებთან შესაძლო კრედიტორული დავალიანების წარმოშობა.
2006 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2006
2006 წლისათვის დამტკიცებული ასიგნებები მიმართული იქნება შემდეგი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფისათვის:
პირადი შემადგენლობის შენახვის ხარჯები, შენაერთებისა და ტექნიკის ოპერატიულობის ხარჯები, სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა, 2006 წელს დასათხოვნ სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ერთდროული გასასვლელი დახმარებების გაცემა, შეიარაღებული ძალების სტრუქტურის დახვეწა, სამობილიზაციო რეზერვის მომზადება, სამხედრო შენაერთების ოპტიმალური დაკომპლექტება ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით, პროფესიული კადრების აღზრდა, შენარჩუნება და კვალიფიკაციის ამაღლება, სამხედრო-სასწავლო პროგრამებისა და საველე წვრთნების ინტენსივობის ზრდა ევროატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, სამხედრო მარაგების შექმნა სასწავლო გეგმების შესაბამისად; ასევე გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, როგორებიცაა: UH-1 ტიპის ვერტმფრენების პროგრამების ხარჯები, “BLACKSEAFORS”-ის ფორმატით განსახორციელებელი ღონისძიებები, ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა; ამასთანავე, განსაზღვრულ იქნა ძირითადი და აუცილებელი ხარჯები, რომლებიც სამინისტროში შემავალ ქვედანაყოფებს მისცემს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას, კერძოდ, შრომის ანაზღაურების ხარჯები, კვების ხარჯები, კომუნალური ხარჯები, სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯები, ტრანსპორტის, ტექნიკის და შენობა-ნაგებობების მოვლა-შენახვის ხარჯები, ტაშატების ხარჯები, სამივლინებო და სხვა ხარჯები.
2007 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2007
2008 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2008
2009 წლის ბიუჯეტის აღწერა:
 2009
2010 წლის ბიუჯეტის აღწერა:
2010 -
2011 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2011
2012 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2012
2013 წლის ბიუჯეტის აღწერა: 
2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ქართული ჯარი” გასული კვირას

 

 

RUKA

საკმარისია ამ რუკას დახედო, რომ მაშინვე მიხვდები რა ადვილი იყო გაქცეულებისთვის გზების შეკვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბოხის შესახებ ერთი დღით ადრე იცი. ყოველ შემთხვევისთვის ნაციონალური მოძრაობა ასე აცხადებდა, რაც გია ღვალაძის კადრების გავრცელებით დაამტკიცა მაშინდელმა შსს – მ.

როდესაც ვანო მერაბიშვილმა ცნობილი ფრაზა “ორი გვამი მინდა” წარმოთქვა “ამბოხებულთა” ერთი ნაწილი დაკავებული იყო – ამის თაობაზე მინისტრს კოდუა უპატაკებს. თუ “ამბოხებულების ერთი ნაწილი დაკავებულია, და წესით ყველა გზა შეკრული, სად მიდიან ისეთი მაღალი თანამდებობის პირები როგორიც არის დათა ახალაია, კოდუა, შმაგი თელია და ა.შ. ანუ რა სახის ოპერაციის ჩატარებას აპირებენ?

გვამების შესახებ განმარტების მოსმენა, ყველაზე მეტად, ისევ მერაბიშვილისგან იყო საინტერესო და მანც არ დააყოვნა. სასამრთლო დარბაზში, რომელიც მისთვის კარგა ხანია საკონფერენციო დარბაზს უფრო წარმოადგენს, მან დღეს, 30 იანვარს განაცხადა, რომ ორ გვამში რუს კონსულტანტებს გულისხმობდა, რომლებიც იმ დროისთვის უკვე დახოცილები იყვნენ და მათი მოძებნაღა იყო საჭირო:

ვანო მერაბიშვილისგან განსხვავებულ შეფასებებს გვთავზობენ მისი თანაპარტიელები თუ ყოფილი კოლეგები. ისინი ვანო მერაბიშვილის გამართლებას ცდილობენ, მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილის ვერსია სულ სხვა კომენტარებს საჭიროებს.  მისი ყოფილი ხელქვეითი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს ამგვარი ბრძანების გაცემის უფლება ქონდა: “არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი აწარმოებდა მოლაპარაკებას აჯანყების შესახებ სხვა მეთაურებთანაც და ვანო იძლევა ბრძანებას – ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი – კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? – ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

ნუგზარ წიკლაური შოთა უტიაშვილისგან განსხვავებით უარყოფს, რომ ვინმეს დახოცვის ბრძანება გაიცა: “საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ გასცა წინასწარ ბრძანება, რომ უპირობოდ მომხდარიყო ამ ადამიანების ლიკვიდაცია, არის უსინდისო ტყუილი. როდესაც მერაბიშვილი საუბრობს, იმ დროს საფრთხე უკვე აღარ არსებობს მუხროვანში”

გივი თარგამაძე კი ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილი დაკავებას გულისხმობდა და არა დახოცვას: „იმის დადასტურება, რომ ეს თვითმზანი არ იყო, ძალიან მარტივად  შეიძლება დავასაბუთოთ, როდესაც დაკავების ოპერაციის დროს ერთ-ერთი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო საკმაოდ მძიმედ დაჭრილი, შემიძლია პირადად დავადასტურო, რადგან იქ ვიმყოფებოდი. იყო სასწრაფოდ გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, კვალიფიციური  სარებილიტაციო სამედიცინო დახამრება და ის დღეს არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ სარგებლობს გმირის და პოლიტპატიმრის სტატუსით. ორივეს ლიკვიდაცია თვითმიზანი რომ ყოფილიყო, მე მგონი, ამას ხელს არაფერი შეუშლიდა. მე ვფიქრობ, აქ არაფერია გამოსაძიებელი.  იქ არის ვანო მერაბიშვილი, მას ჩვეულებრივად კითხავენ და ამ საქმეზეც შეუძლიათ დაკითხონ.“

კიდევ ერთი ვერსია ვანო მერაბიშვილსა და “გვამებზე” გიგი უგულავამ მოიფიქრა და აღნიშნა, რომ “ვინც იცნობს მერაბიშვილის არცთუ ისე გრამატიკულად გამართულ საუბარს, კარგად გაარჩევს, რა იგულისხმა მან”

ვანო მერაბიშვილის მიერ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში ნათქვამიცა და ნაგულისხმევი კარგადაც ჩანს და კარგადაც ისმინება. ყველაფერი მიუთითებს, რომ ის ორი ადამიანის სწორედ განეიტრალებას, ლიკვიდაციას გულისხმობს:

მაშინ, 2009 წელს, რომ ქვეყნის უმაღლეს პირებს მათი ლიკვიდაციის და არა დაკავების ბრძანება, რომ ქონდათ გაცემული, ამას გადარჩებილი კობა ოთანაძე და  ლევან ამირიძე ადასტურებენ. ტელეკომოპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობა ოთანაძე ყვება, რომ ისინი ის და ლევან ამირიძე, გია კრიალაშვილისგან განსხვავებით, შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს – მას 14, ლევან ამირიძეს 9 ტყვია მოხვდათ. გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა.

http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=23297

საქართველოს პროკურატურამ გამოძიების თაობაზე განცხადება უკვე გაავრცელა: “29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს  მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.   მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა  კობა ოთანაძის  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია”.

განმარტებები გაკეთდა თავდაცვის სამინისტროშიც: “ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ ამ პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამორიცხული არ არის, თუ გამოძიებას დასჭირდება, ისინი დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას”, – ეს განმარტება კი  თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქაროსანიძემ გააკეთა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული შიდა უწყებრივი გამოძიების დოკუმენტაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს. “ინტერპრესნიუსის” კითხვას, ამოიცნეს თუ არა კადრებში კიდევ სხვა პირები, რომლებიც დღესაც მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომკადრებზე ასახულია ბევრი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა გვარების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებს.

პ.ს.

ამბოხის საქმეს ერთადერთი მოწმის გია ღვალაძეს მონაწილეობით გადაღებული ფარული ვიდეო, სადაც თითქოსდა მუხროვანის ამბოხს გეგმავენ: 

https://www.youtube.com/watch?v=XCOC5ZVqLeI#t=10

ტელეკომპანია მე – 9 არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი გასული წლის 13 ივნისს.

25 იანვარს “რადიო ჰერეთმა” შემდეგი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა:

რადიო “ჰერეთთან” ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთიახალგაზრდის, ასლან მარგოშვილის მამიდა აცხადებს, რომ  სპეცოპერაციის გამოძიებადასრულებულია და დეტალები საჯარო მალე გახდება.

თამარ მარგოშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გარდაცვლილისბაჰაუდინ ალდამოვის ოჯახის წევრებს საქართველოს კონტრდაზვერვიდან  დაუკავშირდნენ დაამის შესახებ თავად აცნობეს.

“ბაჰაუდინ  ალდამოვის მამა ასლოდინ ალდამოვი  გროზნოში იმყოფება.  მას იქ საქართველოსკონტრდაზვერვის თანამშრომელი დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვა სთხოვა,რამდენადაც გამოძიება უკვე დასრულებულია. ჩვენ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ”, – ამბობსრადიო “ჰერეთთან” გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამიდა თამარ მარგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 29 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალურიინფორმაციით, სპეცოპერაცია ლოპოტის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.გამოძიება 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლდა რადგანსაგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტების ნაწილი ყოფილიხელისუფლების დროს საგამოძიებო მასალებში არ აღმოჩნდა.

ამ  მიზნით განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილახალგაზრდებს. პროცესში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც.

ამიტომ ახლა, აქ, მოვუყრი იმ მასალებს თავს, რომლებიც ლაფანყურის სპეოპერაციას შეეხება.

პირველი სიუჟეტი ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემის “კვირის რეპორტაჟის” მიერ 2012 წლის 2 სექტემბერს მომზადდა.

მეორე სიუჟეტი უკვე იმავე წლის 21 ოქტომბერს გავიდა ეთერში.

მესამე სიუჟეტი იმავე წლის 11 ნოემბერს უჩვენეს “მაესტროს” ეთერით.

მეოთხე რეპორტაჟი უკვე “მეცხრე არხზე” გადაცემაში “გრიფის გარეშე” გავიდა.

აქვე გთავაზობთ საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშს და არ აღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სახელმწიფოს კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ანგარიშის პოვნა შეგიძლიათ აქ:

http://chechenpress.org/news/3903-doklad-goskomissii-chri-o-rezultatakh-rassledovaniya-intsidenta-v-ushchele-lopota.html

საქართველოს სახალხო დამცველი ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა კი ამ მისამსართზეა შესაძლებელი. ამონარიდის ნახვა აქაც შეგიძლიათ.

http://www.ombudsman.ge/index.php?page=21&lang=0

ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ

ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ სახალხო დამცველმა შეისწავლა ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციისგან, რომლის მიხედვითაც ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ საქართველოში. შესაბამისად, აღნიშნულ დასკვნაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ დეტალებზე, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მოიპოვა. რაც შეეხება ამ შემთხვევის შემდგომ, ოფიციალური ვერსიის საფუძველზე სამართალდამცავების მიერ გატარებული ღონისძიებების ნაკლოვანებებს, ამის თაობაზე დეტალურად სამართალდამცავი ორგანოების და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ თავში გვექნება საუბარი.

ლოპოტის ხეობაში, ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე მებრძოლებთან და მათ მეთაურებთან დაახლოებული კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით: საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითებით/თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.

წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. „კორიდორს“ ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო.

სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში დაახლოებით 120 (ას ოცი) ჩეჩენი და სხვა ჩრდილო კავკასიული წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა. ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. ჩამოსულ ჩეჩნებს 206 იხილეთ გვ.417 409 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2012 შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ იარაღს, ასევე აძლევდნენ მართვის მოწმობებს და სხვა საჭირო დოკუმენტებსა და ნივთებს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს მიაწოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ასლამ მარგოშვილის სახელზე, საქართველოს შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, სტეჩკინის სისტემის (APS, იარაღის ნომერი GB 3638) ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით. რაც ამ ოპერაციასთან საქართველოს ძალოვანი უწყებების კავშირს მიანიშნებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები წვრთნას გადიოდნენ თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე. ჩეჩენი მებრძოლები დაყვეს ჯგუფებად. ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და ასევე სხვადასხვა ომებში დიდი გამოცდილების მქონე ჩეჩენი მეომრები.

2012 წლის ზაფხულში, ევროპიდან პანკისის ხეობაში ჩეჩნების დიდი ჯგუფის ჩამოსვლას პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ადასტურებენ. პანკისის ხეობაში გამოკითხულები აცხადებენ, რომ: „გასულ წლებში ევროპიდან პანკისში ჩეჩნები იშვიათად ჩამოდიოდნენ, ხოლო 2012 წლის ზაფხულში ასზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩამოსული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან“.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით (რომლის ვინაობაც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება), ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს (ჩამოყვანა, დახვედრა, თანხები, საკვები, ტრანსპორტი და სხვა აუცილებელი ნივთები და საგნები) აწესრიგებდნენ შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.

2012 წლის მარტიდან ჩეჩენი მებრძოლების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც ჯგუფის წევრებში თავიდანვე უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩვეულებრივ, სტანდარტულ შემთხვევაში მებრძოლთა ჯგუფის გაწვრთნას ორი ან სამი კვირა სჭირდება. ჩეჩენი მებრძოლები ითხოვდნენ ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებულ ე.წ. „კორიდორის“ მიცემას მათთან კონტაქტში მყოფ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან. შსს-ს თანამშრომლები ჩეჩენ მებრძოლებს აძლევდნენ სხვადასხვა დაპირებებს და ასახელებდნენ ჯგუფის გადასვლის სხვადასხვა თარიღებს. ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ.

ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2012 მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან.

წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოში, მათ შორის, ლოპოტის ხეობის და სოფელ ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ ერიდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან უიარაღოდ გამოჩენას, თუმცაღა არ შედიოდნენ მათთან ახლო კომუნიკაციაში.

წყაროს ცნობით, ასეთი თავდაჯერებული მოქმედებების მიზეზი იყო უსაფრთხოებისა და დახმარების ის გარანტიები, რაც ჩეჩენ მებრძოლებს მისცეს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა. წყაროს ცნობით, ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურში ე.წ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი. ისინი ლაფანყურის ხეობაში, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ე.წ. „პიკაპებით“ შევიდნენ და თან შეიტანეს ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ჩეჩენი მებრძოლები ელოდებოდნენ ნებართვას ჩეჩნეთში გადასვლის შესახებ.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ ჯგუფის შესაძლო გადასვლის აღკვეთის მიზნით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დაწყებამდე 2 დღით ადრე, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. გამოკითხულთა ვარაუდით, ამ დესანტის მიზანი იყო ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა.

ამის პარალელურად, ლაფანყურში დაბანაკებული ჩეჩენი მებრძოლების შეიარაღებული ჯგუფი ითხოვდა შეპირებული „კორიდორის“ მიცემას და საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმართულებით გადასვლას. ბოლო მომენტში საქართველოს შსს-მ „კორიდორის“ მიცემაზე უარი განაცხადა და ჩეჩენ მებრძოლებს მოსთხოვა იარაღის ჩაბარება და უკან პანკისში ან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება. შსს წარმომადგენელთა ამ მოთხოვნამ დაძაბა ურთიერთობა ჩეჩენ მებრძოლებსა და საქართველოს შსს-ს თანამშრომლებს შორის. ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები უკვე აღარ ენდობოდნენ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს და ამის გამო მათ მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე.

დაძაბული ვითარების განმუხტვისა და ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკების მიზნით შსს-ს თანამშრომლებმა შუამავლებს – ჩეჩნებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს მიმართეს. ჩეჩენმა მებრძოლებმა შუამავლებს იარაღის ჩაბარებაზე უარი განუცხადეს. უარის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ე.წ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2012 ანტიტერორისტული ოპერაცია, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ლაფანყურის ოპერაციისას გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გადასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ. წყაროს ინფორმაციით, ლაფანყურში დაბანაკებული ჯგუფის ქართველი წევრების მოვალეობაში შედიოდა ჯგუფის სამედიცინო მომსახურება, მეგზურობა დაღესტნის საზღვრამდე და ინსტრუქტაჟი.

სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ მისი შვილი წვრთნას გადიოდა შავნაბადას ბაზაზე, ხოლო სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, წიკლაური და ჩოხელი, იყვნენ ამ ჯგუფის ინსტრუქტორები.

ჩეჩენ მებრძოლებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ჩეჩენ მებრძოლებს ბოლო თვეების განმავლობაში პრაქტიკულად მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ მიერ იყვნენ გაწვრთნილები და არ სჯეროდათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მათ ცეცხლს გაუხსნიდნენ. ჩეჩნების წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ჯგუფების საქართველოში ჩამოსვლა, მომზადება და ჩეჩნეთში გადასვლა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან იყო შეთანხმებული და ასეთ ღალატს არ ელოდნენ. ასევე, ამ ამბის უმსხვერპლოდ დასრულებისთვის და ჩეჩენი მებრძოლების დასარწმუნებლად, სავარაუდოდ, არ იქნა გამოყენებული ყველა საშუალება. მაგალითისთვის შესაძლებელი იყო უხუცესების ან მშობლების ჩართვა ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკების პროცესში.

წყაროს ცნობით, სპეცოპერაციაში მონაწილეობდა ავიაცია. ავიაციამ გაუხსნა ცეცხლი ჯგუფის წევრებს. ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა შვიდი ჩეჩენი მებრძოლი, რომელთაგანაც სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო. წყაროს ცნობით, ამ ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩა 9 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც, წყაროსვე ცნობით, სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი მარგოშვილის და ქავთარაშვილის მშობლებისა და ბაღაკაშვილის ნათესავის განმარტებით, საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილე გ.ლორთქიფანიძე და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირი ს. ამირიძე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის ცხედრების გადაცემას, თუ გარდაცვლილებს დაკრძალავდნენ იმავე ღამეს: დაკრძალავდნენ ჩუმად, დაკრძალვის ტრადიციული რიტუალის გარეშე და ოჯახის წევრებთან საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2012 სამძიმარზე არ უნდა მისულიყო ხალხი. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იძულებული შეიქნენ, დათანხმებულიყვნენ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების ამ მოთხოვნებს.

3 სექტემბერს, გვიან ღამით, გარდაცვლილთა ცხედრები გამოასვენეს სასჯელაღსრულების გლდანის დაწესებულების მორგიდან და გადასცეს ჭირისუფალს. დაკრძალვაზე დასწრების უფლება მხოლოდ გარდაცვლილთა მამებს მისცეს. დაკრძალვას დაესწრნენ შსს-ს მაღალჩინოსნები.

სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სხვა ჩეჩენი მებრძოლების ცხედრები თავდაპირველად დაკრძალეს ე.წ. აეროპორტის ტრასის სიახლოვეს მდებარე ე.წ. უპატრონოთა სასაფლაოზე. მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრებს კარგა ხანს არ გადასცემდნენ მათი ოჯახის წევრებს.

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა მშობლებისა და მათი ნათესავების ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილემ გ. ლორთქიფანიძემ მათ სთხოვა, რომ, თუკი გამოჩნდებოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ცოცხლად გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები, ისინი დაკავშირებოდნენ მას (გ. ლორთქიფანიძეს) და იგი იღებდა ვალდებულებას ამ მებრძოლების საზღვარზე უსაფრთხოდ გადაყვანის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, წყაროს ინფორმაციით, ეს ჯგუფი მოგვიანებით მართლაც შსს-მ გააცილა ვალეს სასაზღვრო პუნქტამდე.

ჩეჩენი მეომრების ჩამოყვანამ, მათთვის მიცემულმა დაპირებებმა, შემდგომ დაპირებების შეუსრულებლობამ, მათი ასეთი ფორმით განადგურებამ და შემდეგ შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ გარდაცვლილთა ცხედრებისა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამ ამბის გამო ქართველებს ჩეჩნები ღალატში ადანაშაულებენ.

კონფიდენციალური წყაროებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პანკისის ხეობის მკვიდრთა მშობლებისა და ოჯახის წევრთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს შსს-ს და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან, სავარაუდოდ, იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდოდ იკვეთება 151-ე (მუქარა) და 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები.

რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი:

საქართველოს პარლამენტს

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2012 შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან მომხდარ ფაქტს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნის შემთხვევაში მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს საქართველოს სახალხო დამცველი და ჩეჩნეთიდან დევნილი ჩეჩენთა თემის არაერთი ლიდერი.

საქართველოს მთავარ პროკურატურას

დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით; დაიწყოს გამოძიება ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტებზე; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

სომხეთი 2014 წელს დაასრულებს ზეზუსტ და შორი მოქმედების ოპერატიულ – ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერ – მ“ შეძენას – განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ოგანიანმა.

მინისტრის თქმით სომხეთმა უკვე შეიძინა აღნიშნული კომპლექსები და ქვეყნის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში განალაგებს.

"ისკანდერ მ" - ი

ისკანდერის დანიშნულება ოპერატიულ სიღრმეში მცირე დანაყოფების და შედარებით პატარა ფართობების განადგურებაა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ატომური ქობინის გადასატანადაც.

ძირითადი სამიზნეები:

  1. ცეცხლის წარმოების საშუალებები (სარაკეტო კომპლექსები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, შორსმსროლელი არტილერია),
  2. რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები,
  3. თვითმფრინავები და ვერტმფრენები ასეროდორმებზე,
  4. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნლოვანი ობიექტები.

24 იანვარს,  თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო სექტორთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ დარჩიაშვილმა და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები მოისმინეს.

ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტი  თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა. სამუშაო პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტის შემუშავების პროცესი სამ ეტაპად წარიმართა.  აქტიური ფაზა  2013 წლის ივლისში დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდა სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შესწავლა, უცხოური გამოცდილების გაზიარება, მათი ანალიზი და ქართულ რეალობაში ადაპტირება.

Continue Reading »